Red Bull Jump and Freeze 2018 / Georgia


March 24, 2018 ·   8 comments

2018 წლის 24 მარტს, გუდაურში, გაიმართა საოცარი და სულის გამყინავი სპორტულ-გასართობი შეჯიბრება „ Red Bull Jump and Freeze party“!))))))). ცოტაოდენი ინფორმაცია ამ ღონისძიების ისტორიის შესახებ, რომელიც სიტყვა სიტყვით ითარგმნება როგორც „ გადახტი და გაიყინე“. ეს არის საერთაშორისო პროექტი და პირველად იგი განახორციელეს ავსტრიაში 2008 წელს. საქართველოში დებიუტი კი 2012 წელს ქონდა.

ამჯერად შეჯიბრებაში მონაწილეობდა სამი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინის და რუსეთის 13 გუნდი. მონაწილეებს უნდა შეესრულებინათ სანახაობრივი ტრიუკი, რაც გულისხმობდა მთის ფერდობზე თხილამურებით, სნოუბორდით, ციგით ან მონაწილეების მიერვე შექმნილი ნებისმიერი ორიგინალური კონსტრუქციით ჩამოსრიალებას და გაყინული წყლით სავსე აუზში ჩახტომას. აუცილებელი პირობა იყო მკვეთრი და დამამახსოვრებელი ფერების სპორტული კოსტუმის ჩაცმა, რომელიც მონაწილეების გამოსვლას დაუვიწყარს გახდიდა. მართალია, ეს ღონისძიება პირდაპირ არ იყო დაკავშირებული წყალქვეშა სპორტთან, მაგრამ მასში მონაწილეობდნენ ჩვენი უკრაინელი ფრიდაივერი მეგობრები ეკატერინა სადურსკაია და პაშა პერვაკოვი. ამ ექსტრემალურ და საოცრად მხიარულ სპორტულ ღონისძიებას მხარს უჭერდა საქართველოს წყალქვეშა სპორტის ფედერაცია, რომელმაც იკისრა «Red Bull Jump and Freeze 2018» მონაწილეების უსაფრთხოებაზე მათი გაყინული წყლით, თოვლით და ყინულით სავსე აუზში ყოფნის დროს.
გარეთ -8 გრადუსი ყინვაა, საკუთარ განცდებზე გვესაუბრებიან მონაწილეები კატია და პაველი.
კატია, პირველი კითხვით შენ მოგმართავთ. სამთო სათხილამურო კურორტზე „წყალში მყვინთავის კოსტუმში“ როგორ აღმოჩნდით?
    კატია :

                       სულ თან დაგვაქვს, იმიტომ რომ ძალიან თბილია. გუდაურში კი გაზაფხულზე არც ისე ცხელა.)))


    ცოტაოდენი თქვენზე მოგვიყევით, ვინ ბრძანდებით, საიდან ჩამობრძანდით და რითი ხართ დაკავებული?
      კატია :

                         მე ხარკოვიდან ვარ. წარსულში პროფესიონალურ დონეზე სინქრონული ცურვით ვიყავი დაკავებული. ნაკრები, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები, მედლები, ოლიმპიური თამაშები, ეს ყველაფერი მე მეხება). ჩვიდმეტის წლის რომ გავხდი, გადავწყვიტე რომ საკმარისი იყო. მაგრამ სპორტის მიტოვება ვერ შევძელი)). ფრიდაივინგმა სინქრონული ცურვიდან ჩემი წასვლის შემდეგ ისე გამიტაცა, რომ მგონი არც აპირებს ჩემს გაშვებას. მაგრამ მე მხოლოდ ამით არ ვარ დაკავებული, ვინაიდან ვარ ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი სპორტის საკითხებში, აგრეთვე უნივერსიტეტში ცურვას ვასწავლი). ასე,რომ უსაქმოდ ნამდვილად არ ვარ. ზოგჯერ მეგობარ-ფრიდაივერებთან ერთად, ვამზადებთ სახვადასხვა საინტერესო პროექტებს, თუნდაც, ტელევიზიებისთვის წყალქვეშა გადაღებებს.


      პაშა :

                         მეც ხარკოველი ვარ. ფრიდაივინგი არის ინტერესი, გატაცება. ვეუფლები და ცოტას ვასწვალი კიდევაც იოგას, ციგუნს და სხეულის თერაპიას ( სხეულის ორიენტირებული ფსიქოთერაპიის შემოკლებული ვარიანტია).


      წყალი როგორ მოგეწონათ? ზოგიერთი მონაწილის არეული სახეების შემხედვარეს მართლა გაუჩნდებოდა ადამიანს ექსტრემალური სიტუაციის შთაბეჭდილება!
        პაშა :

                           სწორედ ამ დროს გამოგვადგა ჰიდროკოსტუმები, რომლებიც სათხილამურო ტრასაზე ორიგინალურად გამოიყურებოდა. თუმცა, 7 მმ ჰიდროკოსტუმის მიუხედავად, წყლის სიცივე მაინც იგრძნობოდა.


        კატია :

                           მინდა გითხრათ, რომ მართლაც მხნედ ვიყავით. ადრენალინი მაშველებსაც ეხმარება რომ არ გაიყინონ!! მხედველობაში ისიც უნდა მივიღოთ, რომ ჩვენი კოსტუმები ცივ წყალზეა გათვალისწინებული!


        საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფრიდაივერები განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან უსაფრთხოების ტექნიკას, როგორ შეაფასებდით შეჯიბრების ორგანიზაციას მთლიანად და კერძოდ, ფედერაციის მიერ გაწეულ სამუშაოებს? გასაგებია, რომ თქვენ, ორ პროფესიონალ ფრიდაივერს არ დაგჭირდებოდათ აუზში დახმარება, მაგრამ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ აუცილებელია აუზში მაშველის არსებობა, როდესაც სნოუბორდები, თხილამურები და სხვა სახიფათო საგნები ერთანეთის მიყოლებით აღმოჩნდებიან წყალში, რომელიც უკვე სავსეა მონაწილეებით.
          კატია :

                             ცალსახად, ეს აუცილებელია! ეს ხომ ჩვეულებრივი წყალი არ არის, არამედ იგი გაყინულია და არც ღრმაა! ამიტომაც შესაძლებელია მოხდეს ყველაფერი, რაც გნებავთ: დარტყმა, შოკი და ა.შ. დაუხმარებლად ამოსვლაც არც ისე ადვილია! დიდი პლუსი ორგანიზატორებს ჩვენგან იმისთვის, რომ ამხელა ყურადღება დაუთმეს უსაფრთხოებას! ორგანიზაციის დონემ სასიამოვნოდ გამაკვირვა! საბაგიროები, მონაწილეებზე ზრუნვა, ოპერატორები, რომლებიც სპორტსმენებზე მაგრად დგანან თხილამურებზე. Red Bull = One Love!


          პაშა :

                             მიჭირს რამის თქმა, ვინაიდან არ ვიცნობ მსგავსი შეჯიბრებების უსაფრთხოების მოთხოვნებს. მაგრამ მონაწილეებს შორის ტრავმების არ არსებობა, რომლებიც ტრამპლინიდან აუზში ხტებოდნენ, როგორც იტყვიან -„ ვის როგორც შეეძლო“, ბევრ რამეზე მეტყველებს. ვიხსენებ საჭირო ადგილებში ადამიანებს კონტროლზე, ინფორმაციის მიღებისას, თვით ტრასას, საბაგიროს. გამყოფ ღობეებს, წყალში დამხმარე ბაგირებს, გამათბობელებით აღჭურვილ კარვებს. და რასაკვირველია, მაშველის გმირულ შრომას, რომელიც გაყინულ წყალში რამდენიმე საათი იდგა და მონაწილეებს ეხმარებოდა წყალში ჩასვლის თუ ამოსვლის დროს))). ყველაფერმა ამან ღონისძიება უსაფრთხო და კომფორტული გახადა.


          როგორც ვიცი, „გადახტი და გაიყინე“ არ იყო საქართველოში თქვენი ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი. ნახტომისთვის ემზადებოდით თუ ყველაფერი სპონტანურად მოხდა? მოგვიყვებით ნახტომის შესახებ?
            კატია :

                               ცალსახად, არა!! ზამთრის სპორტის სახეობებს მხოლოდ ახლა ვეცნობი!)) ამიტომაც არც თხილამურებზე და არც სნოუბორდზე ჯერ არ ვდგავარ თამამად ... მხოლოდ ვეცემი ლამაზად!)) ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა მოგვიპატიჟეს «Caucasus 2018 winter apnea series STA championship» -ში მონაწილეობის მისაღებად, ეს არის საქართველოში ფრიდაივინგში პირველი შეჯიბრება! უარს ვერ ვეტყოდით, მითუმეტეს, რომ ეს გუდაურია, მაღალმთიანი ადგილი და რაც მთავარია, ახალი გამოცდილების მიღებაც გვჭირდებოდა!) სიმართლე რომ გითხრათ, შეჯიბრებაში დიდად ვერ ვივარგე, ორგანიზმა გადაწყვიტა რომ ზღვის დონიდან 2000+ სიმაღლეზე სუნთქვის შეკავება არ ჭირდებოდა. ვინაიდან მეორე დღეს იწყებოდა «Jump and Freeze», ამაზე უკეთეს განმუხტვას სად მივიღებდი? საოცარი იყო. დიდხანს ვფიქრობდით თუ რითი ჩამოვსრიალდებოდით და საბოლოოდ არჩევანი მაგიდის სახურავზე გავაკეთეთ!!! აუზის ბილიკის ბაგირით მაგრად გადავკარით. პაშა პატარა გორიდან ჩამოსრიალდა და გადავწყვიტეთ რომ გამოგვადგებოდა.))) მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაგიდას თავისი კაპრიზები გააჩნია, შუა ჩამოსვლისას გაიჩხირა, ამიტომაც არ გამოგვივიდა ნომერი ისეთი სანახაობრივი, როგორიც გვინდოდა))) მაგრამ ემოციები და მოგონებები მთელი ცხოვრება გაგვყვება... უკვე მინდა მყავდეს შვილიშვილები, რათა მოვუყვე თუ როგორ უბერავდა მათი ბებია).


            პაშა :

                               მართალია, ჩამოსვლის მიზანი სხვა გვქონდა.)) მთელი ჩვენი მომზადება გამოიხატა იმით, რომ ვახშმობისას განვიხილეთ ის, თუ ორი, ჰიდროკოსტუმებში გამოწყობილი ადამიანი როგორ უნდა დაშვებულიყო სათხილამურო ტრასაზე ჩვეულებრივი მაგიდის სახურავით)) ნახტომი ისეთი ვერ გამოგვივიდა, როგორიც გვინდოდა. ეს ან ჩემი „ოსტატობის“ და მართვის სისუსტეა, ან კი ჩემი ნერვიულობის შედეგია, როდესაც იმაზე ვფქირობდი რომ ტრავმა არ მიმეღო აუზში. ასეა თუ ისე, ნელ ნელა ჩამოვცურდით და აუზს სიარულით მივაშურეთ))) ხელში ეროვნული დროშა და ჩვენი სატრანსპორტო საშუალება ამაყად გვეჭირა. მერ კი ჩავხტით- სულ ეს იყო))


            მომავლისთვის რა გეგმები გაქვთ, მზად ხართ კიდევ ერთხელ გაიყინოთ? ან იქნებ წინასწარ მოამზადოთ ტრიუკი ან ნომერი? ამ შეჯიბრების ფორმატისთვის რამე განსაკუთრებული იდეები ხომ არ გაქვთ?
              კატია :

                                 დიდი სიამოვნებით!!! უბრალოდ, ბორდის და თხილამურების ათვისება ჯერჯერობით მიჭირს))) მაგრამ მე ისევ დავბრუნდები)) დიდი კაიფია).


              პაშა :

                                 ვინაიდან ღონისძიება უფრო «for fun», ამიტომაც თუ საშუალება გამიჩნდა, რატომაც არა? მაგრამ, ვინაიდან ეს საქმიანობა ჩემთვის უჩვეულოა, იშვიათად დავსრიალებ, ამიტომაც სპეციალურად ჯერ არ მიფიქრია მასზე)) ვნახოთ, თუ გაჩნდება შემთხვევა, მაშინ აზრიც და იდეებიც გაჩნდება თუ როგორ გავაკეთო ეს.


              მიგაჩნიათ რომ გამარჯვების შანსები გაქვთ?
                კატია :

                                   ჩამოვალთ და გავარკვევთ!)))

                პაველ, კატია, ფედერაციის სახელით გისურვებთ ყოველმხრივ წარმატებებს, ძალების და მიზნების ამოუწურავ მარაგს. იმედს ვიტოვებთ, რომ გიხილავთ ჩვენს მომავალ ფრიდაივერულ შეჯიბრებაში «Caucasus winter apnea series championship» . ასევე გისურვებთ კიდევ ერთხელ სცადოთ ბედი «Red Bull Jump and Freeze»- ში. და რა თქმა უნდა დამსახურებულ, შრომით გამარჯვებებს გისურვებთ ყოველთვის და ყველაფერში!

ფორუმზე განხილვა