ტურნირები - თასები - ჩემპიონატები


Red Bull Jump and Freeze 2018 Georgia

2018 წლის 24 მარტს, გუდაურში, გაიმართა საოცარი და სულის გამყინავი სპორტულ-გასართობი შეჯიბრება „ Red Bull Jump and Freeze party“!))))))). მართალია, ეს ღონისძიება პირდაპირ არ იყო დაკავშირებული წყალქვეშა სპორტთან, მაგრამ მასში მონაწილეობდნენ ჩვენი უკრაინელი ფრიდაივერი მეგობრები ეკატერინა სადურსკაია და პაშა პერვაკოვი. ამ ექსტრემალურ და საოცრად მხიარულ სპორტულ ღონისძიებას მხარს უჭერდა საქართველოს წყალქვეშა სპორტის ფედერაცია, რომელმაც იკისრა «Red Bull Jump and Freeze 2018» მონაწილეების უსაფრთხოებაზე მათი გაყინული წყლით, თოვლით და ყინულით სავსე აუზში ყოფნის დროს.

March 24, 2018
ვრცლად

Caucasus 2018 winter apnea series championship

ჩვენ მოხარულნი ვართ გავხსნათ შეჯიბრებების -თასების - ჩემპიონატების რუბრიკა და პირველი სიახლე, რომელსაც ჩვენ აქ გავაშუქებთ იქნება ქართველი სპორტსმენის მონაწილეობა წყალქვეშა ნადირობის Kristiansund Cup 2016 საერთაშორისო ჩემპიონატში, რომელიც ჩატარდა ნორვეგიაში 5-6 აგვისტოს. სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე პირველად წარმოდგენილი საქართველოს, სპოტსმენები ეჯიბრებოდნენ ორი დღის განმავლობაში ნორვეგიის ზღვის (ატლანტის ოკეანის) წყლებში. ასპარეზობის მონაწილეთა მიზანს წარმოადგენდა მაქსიმალური რაოდენობის ჩასათვლელი თევზის მოგროვება. ქართველმა სპორტსმენმა შეძლო კარგი შედეგის ჩვენება და პირველ ხუთეულში გასვლა. საქართველოს მხარის მსგავს ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილების სრული არ არსებობის გათვალისწინებით ჩვენ გულწრფელად გახარებულნი ვართ ასეთი დებიუტით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სპორტსმენები მომავალში უფრო წარმატებულად იასპარეზებენ. Kristiansund Cup 2016 თასის შესახებ დაწვრილებით გიამბობთ თავად შეჯიბრების მონაწილე ალექსანდრე (Greendaizer) .

March 23, 2018
ვრცლად

Kiev Freediving Cup 2017

ამგვარად, არც თუ ისე დიდი, მაგრამ მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს წყალქვეშა ცურვისთვის. ჩვენთან უკვე არსებობს მთელს კავკასიაში პირველი AIDA International საერთაშორისო მსაჯი. ეს მოვლენა მოხდა კიევში, ფრიდაივინგის შეჯიბრების «Kiev Freediving Cup 2017». დროს. ინფორმაცია იმის შესახებ თუ ეს როგორ მოხდა და აგრეთვე საქართველოში AIDA International პირველი შეჯიბრების ჩატარების პერსპექტივის შესახებ, შეგიძლიათ შემდგომში მიიღოთ.

December 10, 2017
რედაქტირებაშია

4e Épreuve ApneaCity Depth Disciplines championship / Quebec

კანადა, კვებეკის პროვინცია, პატარა პროვინციული მაღაროელთა ქალაქი არც თუ შემთხვევითი სახელწოდებით - ტეტფორდის მაღაროები. აქ მდებარეობს უნიკალური დატბორილი კარიერი, რომელიც სავსეა კრისტალურად სუფთა წყლით და +300 მეტრის წარმოუდგენელი სიღრმით. ჩრდილოეთ ამერიკის ყველა დაივერის, ტექნო-დაივერის და რასაკვირველია ფრიდაივერების საყვარელი ადგილი. ზუსტად ამ ღრმა ხელოვნურ წყალსაცავში ჩატარდა AIDA International -ის სიღრმის ჩემპიონატი თავისუფალ ყვინთვაში. მიუხედავად არც თუ ისეთი ადვილი მიზეზების გამო, ჩვენმა სპორტსმენმა შეძლო ამ შეჯიბრებაში მონაწილეობა საქართველოს წყალქვეშა სპორტის ფედერაციის სახელით და მიიღო პირველი საერთაშორისო გამოცდილება სიღრმისეულ შეჯიბრებაში.

September 15, 2017
რედაქტირებაშია

Montreal Apnea competition / 2017

მონრეალში, ჩატარდა ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონატი «Montreal Apnea competition» STA-ს დისციპლინაში. საქართველოს წყალქვეშა სპორტის ფედერაციის თავჯდომარემ A.Greendaizer-მა შეძლო გამარჯვების და პირველი ადგილის მოპოვება. საქართველოს წყალქვეშა სპორტის ყველა გულშემატკივარს და მოყვარულს ვულოცავთ ამ წარმატებას.

October 10, 2017
რედაქტირებაშია

Ukrainian Freediving Championship 2017 / Odessa

„Одесса Мама!“ - დიახ, ზუსტად იქ ჩატარდა რიგით მეხუთე უკრაინის ჩემპიონატი ფრიდაივინგში. ჩვენთვის კი ეს იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი სპორტის ამ საოცარ სახეობაში. საქართველოს წყალქვეშა სპორტის ფედერაციის სახელით ისევ ჩვენ მოგვეცა საშუალება პირველად წარგვედგინა საქართველო საერთაშორისო შეჯიბრებაზე ფრიდაივინგში. მართალია, ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც გვინდოდა... მაგრამ წინასწარ ნურაფერს ვიტყვით! ამრიგად, ყველაფერს თანდათანობით მოგიყვებით.

May 24, 2017
რედაქტირებაშია

Kristiansund Cup 2016 / Norway

ჩვენ მოხარულნი ვართ გავხსნათ შეჯიბრებების -თასების - ჩემპიონატების რუბრიკა და პირველი სიახლე, რომელსაც ჩვენ აქ გავაშუქებთ იქნება ქართველი სპორტსმენის მონაწილეობა წყალქვეშა ნადირობის Kristiansund Cup 2016 საერთაშორისო ჩემპიონატში, რომელიც ჩატარდა ნორვეგიაში 5-6 აგვისტოს. სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე პირველად წარმოდგენილი საქართველოს, სპოტსმენები ეჯიბრებოდნენ ორი დღის განმავლობაში ნორვეგიის ზღვის (ატლანტის ოკეანის) წყლებში. ასპარეზობის მონაწილეთა მიზანს წარმოადგენდა მაქსიმალური რაოდენობის ჩასათვლელი თევზის მოგროვება. ქართველმა სპორტსმენმა შეძლო კარგი შედეგის ჩვენება და პირველ ხუთეულში გასვლა. საქართველოს მხარის მსგავს ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილების სრული არ არსებობის გათვალისწინებით ჩვენ გულწრფელად გახარებულნი ვართ ასეთი დებიუტით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სპორტსმენები მომავალში უფრო წარმატებულად იასპარეზებენ. Kristiansund Cup 2016 თასის შესახებ დაწვრილებით გიამბობთ თავად შეჯიბრების მონაწილე ალექსანდრე (Greendaizer) .

August 26, 2016
ვრცლად