წყალქვეშა სპორტის შესახებ

AIDA-ას ისტორია                           

A IDA International კიდევ ერთი მსოფლი დონეზე აღიარებული საერთაშორისო სპორტული ორგანიზაცია. ძირითადი საქმიანობა - თავისუფალი ყვინთვის, 8 სპორტული დისციპლინის განვითარება.

შექმნის ისტორია:
AIDA International (фр. Association Internationale pour le Développement de l’Apnée) ანუ ფრიდაივინგის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია AIDA— სუნთქვის შეკავებით ყვინთვის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია დაფუძნდა 1992 წელს. მისი საქმიანობაა რეკორდების რეგისტრაცია, შეჯიბრებების მოწყობა და სუნთქვის შეკავებით ყვინთვის სწავლების სტანდარტების შემუშავება. ორგანიზაცია დაარსდა როლანდ სპეკერის ( (Roland Specker) და კლოდ შაპუის მიერ (Claude Chapuis) ქ.ნიცაში(საფრანგეთი). პირველი პრეზიდენტი იყო - როლანდ სპეკერი.


2017 წლის დეკემბრიდან საქართველოს წყალქვეშა სპორტის ფედერაციაში გაჩნდა კავკასიაში პირველი AIDA International მსაჯი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოვლენა საშუალებას გვაძლევს AIDA -ს სპორტულ სისტემაში გეგმიური და სრულფასოვანი ინტეგრაციისა, აგრეთვე საშუალებას საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი ჩემპიონატების ჩატარებისა. ამ დროისთვის საქართველოს წყალქვეშა სპორტის ფედერაცია აქტიურად მუშაობს AIDA-ს პირველი ეროვნული ინსტრუქტორების მომზადებისთვის. სამსაჯო და ინსტრუქტორთა საბაზო შემადგენლობის შექმნა წარმოადგენს ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას.

სპორტის სახეობები

Static Apnea, STA
Dynamic Without Fins, DNF
Dynamic With Fins, DYN
Constant Weight Without Fins, CNF
Constant Weight, CWT
Free Immersion, FIM
Variable Weight, VWT
No Limit, NLT