წყალქვეშა სპორტის შესახებ

CMAS-ის ისტორია                                 

ყალქვეშა სპორტის საერთაშორისო ფედერაციას წარმოადგენს წყალქვეშა მოღვაწეობის მსოფლიო კონფედერაცია (CMAS), რომელიც 1959 წელს შეიქმნა. CMAS -ს გააჩნია უფლებამოსილება მიიღოს, განავითაროს, შეცვალოს და დახუროს წყალქვეშა სპორტის დისციპლინები. საერთაშორისო ოფიციალური შეჯიბრებები შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ CMAS-ის ეგიდით. CMAS აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.

CMAS-ის ისტორია :
1958 წლის 28 სექტემბერს , ბელგიის, ბრაზილიის,საბერძნეთის,იტალიის ,მონაკოს, პორტუგალიის , აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის, შვეიცარიის და იუგოსლავიის ფედერაციების დელეგატებმა ჩაატარეს შეხვედრა ბრიუსელში, რომლის მიზანი იყო ისეთი საერთაშორისო ფედერაციის შექმნა, რომელიც გააერთიანებდა ყველა წყალქვეშა დისციპლინასა და წყალქვეშა მოღვაწეობის სახეობებს. ეს იდეა საზოგადოების მიერ იქნა აღქმული. ნაციონალური ფედერაციების შეხვედრაზე, რომელიც 1959 წლის 9-11 იანვარს, მონაკოში, ჩატარდა, ოფიციალურად იქნა გამოცხადებული «Confédération Mondiale des Activités Subaquatiques (CMAS)» (ქართულად— «წყალქვეშა მოღვაწეობის მსოფლიო კონფედერაცია »). CMAS -ის შექმნა გამოწვეული იყო მსოფლიო დონეზე წყალქვეშა მოღვაწეობის და სპორტის კოორდინაციის აუცილებლობით. CMAS-ი გახდა კანონმემკვიდრე «Comité des Sports Sous-Marins» (წყალქვეშა სპორტის კომიტეტისა), რომელიც შედიოდა სპორტული თევზჭერის საერთაშორისო კონფედერაციის შემადგენლობაში, რომელიც დაფუძნებული იყო 1952 წლის 22 თებერვალს და პასუხისმგებელი იყო წყალქვეშა ნადირობის განვითარებაზე. CMAS -ის პირველი პრეზიდენტი გახდა ჟაკ-ივ კუსტო.


დღეისთვის CMAS-ის რიგებში 100 -ზე მეტი წევრია , რომლებიც წარმოადგენენ 3 მილიონზე მეტ წყალქვეშ მოღვაწე ადამიანებს. 2016 წლის 5 მაისიდან საქართველოს წყალქვეშა სპორტის ფედერაცია GUSF მიღებულ იქნა CMAS-ის საერთაშორისო კონფედერაციის რიგებში, რაც აძლევს საშუალებას ჩვენს სპორტსმენებს მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო ოფიციალურ შეჯიბრებებში და მსოფლიო სპორტულ არენაზე წარმოადგინონ საქართველო.

სპორტის სახეობები

აპნოე (ფრიდაივინგი)
დაივინგი
წყალქვეშა ნადირობა
ლასტებით ცურვა
ორიენტირება
აკვატლონი( წყალქვეშა ჭიდაობა)
წყალქვეშა გადაღება
რაგბი
სპორტული წყალქვეშა სროლა
წყალქვეშა ჰოკეი