საქართველოს წყალქვეშა სპორტის ფედერაცია

მოგესალმებით საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში / Under Construction

ცურვა - სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მასობრივი სახეობა. უდაოა, რომ ცურვა ასევე ფიზიკური აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სახეობაა, ხოლო წყალქვეშა სპორტის შემთხვევაში გარდა სპორტულ-ფიზიკური დატვირთვისა ადამიანი ღებულობს განსაკუთრებულად მდიდარი შინაარსის მქონე ფსიქოლოგიურ და სულიერ მდგენელს. საქართველოს წყალქვეშა სპორთის ფედერაცია (GUSF) წარმოადგენს საზოგადოებრივ ფიზკულტურულ-სპორტულ ორგანიზაციას, რომლის მოღვაწეობაც მიმართულია საქართველოში წყალქვეშა სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციისკენ. GUSF დაფუძნებულია 2015 წელს ერთი საყვარელი საქმით გაერთიანებული ენთუზიაზტების ჯგუფის მიერ შემდგომი ძირითადი მიზნების მისაღწევად :

  • - ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდა;
  • - ოფიციალური ხასიათის სპორტული ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება;
  • - საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სპორტული და საზოგადოებრივი კავშირების გამყარება;
  • - სამეცნიერო პროგრამების ორგანიზება და აგრეთვე მხარდაჭერა;
  • - წყალქვეშა სპორტის (მოიცავს 10 დამოუკიდებელ სახეობას და უამრავ სახეობრივ დისციპლინას) განვითარება;
  • - მსოფლიო სპორტულ არენაზე გამოსვლა და საქართველოს, როგორც საზღვაო-სპორტული სახელმწიფოს, საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლება.

    2016 წლის 5 მაისს რომში ჩატარებულ CMAS«Confédération Mondiale des Activités Subaquatiques» -ის («წყალქვეშა მოღვაწეობის მსოფლიო კონფედერაცია») დირექტორთა საბჭოს რიგით 193-ე სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილება მსოფლიო ორგანიზაციის რიგებში საქართველოს წყალქვეშა სპორთის ფედერაციის მიღების შესახებ. ამ მოვლენამ ქართველ სპორტსმენებს გზა გაუხსნა მსოფლიო დონის ჩემპიონატებში მონაწილების მისაღებად. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ისეთი ახალგაზრდა საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის, როგორიც ჩვენია, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დახმარება ასეთი საინტერესო სპორტის და მშვენიერი, ჯანსაღი გატაცების, როგორიცაა ადამიანის წყალქვეშა მოღვაწეობა (აქტივობა), პოპულარიზაციაში.


  • საქართველოს წყალქვეშა სპორთის ფედერაციის სახელით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენს საიტზე, დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ რაღაც ახალი, საინტერესო და სასარგებლო თქვენთვის და თქვენი ახლობლებისათვის.


    პრეზიდიუმი

    პრეზიდენტი - Aleksandr Greendaizer
    გენ. მდივანი - Ivane BeroSvili
    პრეზიდიუმის წევრი - Davit Mikeladze
    პრეზიდიუმის წევრი - Dimitri Rakviashvili