GUSF ღონისძიებები / ყაზბეგის ტრეინინგი


February 22, 2017 ·   comments

სამედიცინო თვალსაზრისით მთამსვლელი და მყვინთავი მსგავს გავლენას განიცდიან, კერძოდ კი არტერიულ სისხლში ჟანგბადის შემცველობის (SaO2) შემცირებასთან დაკავშირებულ ჟანგბადის უკმარისობას. აქედან გამომდინარე წყალქვეშა სპორტსმენების მაღალი მთის პირობებში ფიზიკური აკტიურობისა და ვარჯიშების ჩატარება იძლევა ძალიან ქარგ შედეგებს. მაშ ასე პირველი 5 დღიანი გასვლა განხორციელდა (2017 წლის 15 თებერვლიდან 20 თებერვლამდე) ჩვენმა 5 კაციანმა ჯგუფმა გაატარა ეს დღეები რეალურ შრომა-ვარჯიშში. ვარჯიშების პირველ ეტაპი - ასვლები ხორციელდებოდა 4500 მეტრის სიმაღლემდე (ყაზბეგის პლატო) და მიზნად ისახავდა ორგანიზმის მუშაობის ადაპტაციას ჟანგბადის უკმარისობის პირობებში. ვარჯიშების მეორე ეტაპი - სუნთქვის შეკავება და იოგის სუნთქვითი ვარჯიშები პრანაიამას მეშვეობით.



სამწუხაროდ ძლიერი ყინვების გამო ვარჯიშების მეორე ეტაპის შესრულება გაგვიჭირდა. ღამე კარავში ტემპერატურა აღწევდა -22° -25°C გარეთ კი -30° -35°C. ასე რომ ფედერაციის ეგიდით ჩატარებული ზამთრის პირველი სასიმაღლო ტრეინინგი ცოტა ეკსტრემალური კი გამოგვივიდა)) შემდეგი გასვლა იგეგმება მარტის თვის დასაწყისში და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს არ აქვს მნიშნელობა წყალკვეშა სპორტით ხართ დაკავებული თუ არა. ყველა სპორტი კარგია და არ აქვს მნიშვნელობა განვითარების რომელი გზა მიგიყვანთ გამარჯვებამდე და გაგხდით ჯამრთელს და ძლიერს!

ფოტო ალბომი ვიდეო ფორუმზე განხილვა